Posts

Showing posts from January, 2023

რა არის კლუბი?

კლუბი არის საერთო ინტერესების ან მიზნების მქონე ადამიანების ნებაყოფლობითი გაერთიანება. სამოქალაქო კლუბი ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ისევე თემში. კლუბები უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას გულისხმობენ. კლუბი გრძელვადიანი გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობა შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ მუშაობის ძირითადი მიმართულებები უცვლელი დარჩეს. სამოქალაქო კლუბის არსებობა წლების მანძილზეა შესაძლებელი. კლუბური მუშაობა ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების და 21 საუკუნის შესაბამისი უნარ ჩვევების გამომუშავებას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. 👉

რატომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო განათლების კლუბების არსებობა სკოლებში?

სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება; მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება; ინტელექტუალური, კულტურული, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება; საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება; მოზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას; გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება; უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა; მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ამზადებს მათ პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მოგვარებისათვის;

რა მიმართულებით მუშაობს ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი?

  ჩვენი კლუბი მუშაობს ორი მიმართულებით:   პირველი მიმართულებაა კლუბის წევრთა თვითგანვითარება; მოსწავლეები იძენენ ცოდნას გადასაჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით,აგროვებენ ინფორმაციას,იწვევენ ექსპერტებს და სხვა; მეორე მიმართულებაა გადასაჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. მოსწავლეები ახორციელებენ საინფორმაციო და ადვოკატირების პროქტებს,საზოგადოების ჩართულობით. საზოგადოების განვითარებისთვის მუშაობის დროს, კლუბის წევრებს თვითონაც უვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარჩვევები; ქველმოქმედება, ინფორმირება, ადვოკატირება და ა.შ. კლუბის წევრები მონაწილეობენ სხვადასხვა სახის კლასგარეშე აქტივობებში, ატარებენ თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგებს,ახორციელებენ სხვადასხვა სახის პროექტებს. სოციალური მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი აქტივობები მოზარდის აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას უწყობს ხელს. კლუბის წევრებს კარგად ესმით სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თითოეული მოქალაქის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამოქალაქო გ...

განაცხადი სამოქალაქო კლუბის შექმნის შესახებ

  202 3 წლის 25 იანვარს,14:00 საათზე, სკოლის სააქტო დარბაზში გიწვევთ სასკოლო სამოქალაქო კლუბის პირველ შეხვედრაზე.            კლუბის მუშაობის მიზანია: ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართვა სკოლის, თემის , ადგილობრივი და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაში.            შეხვედრაზე დასწრება შეუძლია სკოლის მოსწავლეს, რომელსაც აინტერესებს სამოქალაქო კლუბში გაწევრიანება.              დამატებითი ინფორმაციისთვის , გთხოვთ, მოგვმართოთ:              X კლასის მოსწავლე თამთა მემანიშვილი                  კლუბის მეურვე,პედაგოგი ელისო კუპატაძე- T. 577652919