რა მიმართულებით მუშაობს ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი?
ჩვენი კლუბი მუშაობს ორი მიმართულებით:
პირველი მიმართულებაა კლუბის წევრთა თვითგანვითარება; მოსწავლეები იძენენ ცოდნას გადასაჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით,აგროვებენ ინფორმაციას,იწვევენ ექსპერტებს და სხვა;
მეორე მიმართულებაა გადასაჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. მოსწავლეები ახორციელებენ საინფორმაციო და ადვოკატირების პროქტებს,საზოგადოების ჩართულობით. საზოგადოების განვითარებისთვის მუშაობის დროს, კლუბის წევრებს თვითონაც უვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარჩვევები; ქველმოქმედება, ინფორმირება, ადვოკატირება და ა.შ. კლუბის წევრები მონაწილეობენ სხვადასხვა სახის კლასგარეშე აქტივობებში, ატარებენ თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგებს,ახორციელებენ სხვადასხვა სახის პროექტებს. სოციალური მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი აქტივობები მოზარდის აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას უწყობს ხელს. კლუბის წევრებს კარგად ესმით სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თითოეული მოქალაქის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამოქალაქო განათლების კუთხით სხვადასხვა მიმართულებები იკვეთება: შესაბამისი ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების განვითარება , ჩართულობისას ფუნქციების გადანაწილება, მონაწილეობა და ადვოკარიება , ეფექტური დიალოგის წარმართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა,თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება . ინტერესების და უფლებების დაცვა. ბავშვებს ეძლევათ განვითარების, საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობები, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკულ დონეზე გამოყენება, რაც იწვევს მოტივაციის ამაღლებას, იზრდება ინტერესი და ჩართულობა.