კლუბის აქტივობები

28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა! პერსონალურ მონაცემთა დაცვას მიეძღვნა სამოქალაქო განათლების კლუბის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. კლუბის ლიდერმა ნინო ქაშაკაშვილმა წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია. პრეზენტატორმა ასევე ისაუბრა იმ აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და სკოლამ, რათა დაიცვან მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და იმოქმედონ მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმარტა დისკუსია, მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით.


  ახალთერჯოლის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,გლობალური მოქალაქეები“ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს საგრანტო პროექტს ,,ჩვენი როლი სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაში“.

პროექტის მიზანია:  კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარება, აქტიური სწავლების ხელშეწყობა, სასკოლო საზოგადოებასა და თემში ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერების შესახებ.

მედიაწიგნიერება — უნარი, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში გვეხმარება. მედიაწიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე აქვს უნარი გადაამოწმოს სანდო წყარო. მედიაწიგნიერება ადამიანში ანვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას.

კლუბის წევრებმა 7 თებერვალს ინტერნეტ უსაფრთხოების დღეს მიუძღვნეს პროექტის პირველი აქტივობა. დიანა ქასრაშვილმა და ნიკა დევიძემ წარმოადგინეს საპრეზენტაციო მასალა მედიაწიგნიერების შესახებ. თამთა მემანიშვილმა ისაუბრა ყალბი(Fake news) ამბებისა და სიძულვილის ენის შესახებ. კიბერ ბულინგსა და ინტერნეტ უსაფრთხოებაზე კი ნინო ქაშაკაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია.   პრეზენტატორებმა მსმენელებს  შესთავაზეს მრვალფეროვანი აქტივობები, კერძოდ, Kahoot - თამაში, დასვეს  სადისკუსიო შეკითხვები, მოსწავლეები კი თამამად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს. აჩვენეს ფილმი მედიაწიგნიერების რაობის შესახებ.

 ინტერნეტ უსაფრთხოების დღისათვის დაამზადეს საინფორმაციო პოსტერი.

მადლობა  პრეზენტატორებს  და კლუბის წევრებს პროექტის წარმატებით განხორცილებაში აქტიური მონაწილეობისათვის.

                 კლუბის ხელმძღვანელი ელისო კუპატაძე

 


Comments

Popular posts from this blog

რატომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო განათლების კლუბების არსებობა სკოლებში?

განაცხადი სამოქალაქო კლუბის შექმნის შესახებ

რა არის კლუბი?