კლუბის წესდება
სსიპ თერჯოლის
მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო
სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის
წესდება
1.1. სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის სამოქალაქო
განათლების კლუბი „ გლობალური მოქალაქეები „ დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ ,საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ .საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ,2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების ,მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
2. კლუბი დაფუძნებულია 2023 წლის 28 იანვარს , მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით.
3. კლუბს აქვს სახელწოდება „ გლობალური
მოქალაქეები“ და ლოგო.
4. კლუბის მისამართი: თერჯოლა სოფ.ახალთერჯოლა
კლუბის მიზნები:
2.1. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევების განვითარება.
2.2. კლუბის წევრების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების
ხელშეწყობა.
2.3. წევრების პრაქტიკული საქმიანობით სამოქალაქო
საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
2.4. .სასკოლო საზოგადოებაში დემოკრატიული კულტურის
კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა.
2.5. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება.
2.6. პრეზენტაბელურობისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება.
2.7. პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოვლინება.
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება.
2.9.
სასკოლო/სათემო პრობლემების გადასაჭრელად ადგილობრივ თვითმმართველობასთან და
სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
2.10 . მოსწავლეთათვის თვითგამოხატვის და საკუთარი უნარ-ჩვევების გამოვლენის შესაძლებლობების მიცემა.
2.11.კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
კლუბში გაწევრიანება
1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს VII - XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3. კლუბის წევრობის მსურველმა ყოველი სასწავლო წლის 1
თებერვლამდე უნდა შეავსონ კლუბს წევრობისთვის განკუთვნილი სააპლიკაციო ფორმა. რომლის საფუძველზე
შეირჩევიან კლუბის წევრები.
4. კლუბის ყველა წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.
5. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე ,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
7. კლუბის დამფუძნებელი და კლუბში შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
8. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობა, არა უმეტეს 25 მოსწავლისაა.
9.
კლუბს ჰყავს კოორდინატორი მასწავლებელი, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ან სკოლის
ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც ეხმარება კლუბის წევრებს საკლუბო საქმიანობის
წარმართვაში
9. კლუბის წევრები ხმათა უმრავლესობით, ღია
კენჭისყრით, 1 წლის ვადით ირჩევენ კლუბის ლიდერს, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა პროგრამების შემუშავებას პროექტების, პროგრამებისა და
PR კოორდინატორთან ერთად, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები.
10. კლუბის წევრები უფლებამოსილნი არიან ხმათა უმრავლესობით დაამტკიცონ სამოქმედო გეგმა.
11. კლუბის წევრი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
თარიღი: 30/01/2023წ
სამოქალაქო კლუბის წევრები
Comments
Post a Comment